თავში

საქართველოში ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა

"საქართველოში ინდური შტამის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი ინდურ შტამს არ აქვს, თუმცა ვრცელდება შედარებით სწრაფად. 

"მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი ინდურ შტამს, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ ბრიტანული და ინდური შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად", — განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system