თავში

საქართველოში ინფიცირებული 662 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში ინფიცირებული 662 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში ინფიცირებული 662 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 662 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 369, აჭარაში - 208, იმერეთში - 546. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში - 127, აჭარაში- 2, იმერეთში - 19. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 183 - თბილისში, 115 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე" - განაცხადა სიჭნავამ. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში, ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე აღრიცხულია კორონავირუსის 256287 შემთხვევა.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულია 246459 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 19 პაციენტი, ჯამში საქართველოში, ვირუსს ემსხვერპლა 3127 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system