თავში

საქართველოში ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 332 პაციენტიდან 638-ის მდგომარეობა მძიმეა - ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 682, აჭარაში-1 426.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 110 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში - 11 423, იმერეთში - 4 177“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. 

ცნობისთვის, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 69 მძიმე პაციენტი იყო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2,401 ახალი შემთხვევა გამოვლინდადა ინფიცირებულთა რაოდენობა 49 218-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა20 პაციენტი. სულ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 401 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა2,289 პაციენტი და საერთო რაოდენობა 33 459-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system