თავში

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 759 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი და საერთო რაოდენობა 117 560-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 303ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system