თავში

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 147 636-მდე გაიზარდა

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 147 636-მდე გაიზარდა
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 147 636-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 260 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 147 636-მდე გაიზარდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი და საერთო რაოდენობა 124 568-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 45 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 387 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system