თავში

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 256 956-მდე გაიზარდა

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 256 956-მდე გაიზარდა
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა  256 956-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში, ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე აღრიცხულია კორონავირუსის 256 956 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულია 247 096 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 21 პაციენტი, ჯამში საქართველოში, ვირუსს ემსხვერპლა 3 148 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system