თავში

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობით აჭარა და თბილისი ლიდერობს

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობით აჭარა და თბილისი ლიდერობს
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობით აჭარა და თბილისი ლიდერობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეისათვის ყველაზე მეტი 342 შემთხვევა აჭარაშია,  თბილისში გუშინდელთან შედარებით შემცირდა და 277 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში მოიმატა და 198 შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 22 ახალი პაციენტი,  გურიაში 11, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 3მცხეთა-მთიანეთში 10კახეთში 7,  სამცხე-ჯავახეთში 3, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში 2 ახალი შემთხვევაა.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 15 327-მდე გაიზარდა.  

246 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 124 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system