თავში

საქართველოში ქალების ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა

საქართველოში ქალების ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა
საქართველოში ქალების ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა.

კერძოდ, ბოლო კვლევის თანახმად, ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26,5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 29,7-ს.

კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად გამოიხატა, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა, შესაბამისად, 30,2 და 32,6 წელი შეადგინა.

მცირედით გაზრდილია განქორწინებულთა საშუალო ასაკიც, რაც ქალებისთვის არის 37 წელი, კაცებისთვის კი 40 წელია. 

2009 წელს, ეს მონაცემები კაცებისთვის 39 წელს, ხოლო ქალებისთვის 35 წელს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system