თავში

საქართველოში კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა შემცირდა

საქართველოში კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა შემცირდა
საქართველოში კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა შემცირდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადად 12 დღე განისაზღვრა. 

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია აღნიშნული. 

"უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.

ამასთან, იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა," - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამ დრომდე, კარანტინის და თვითიზოლაციის ვადად 14 დღე იყო განსაზღვრული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system