თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა. სულ ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 3194 ადამიანი. 

გამოვლინდა კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა, სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 258351 შემთხვევა.  ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9056, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5490, PCR ტესტით - 3566. 

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებულია 249709 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system