თავში

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 7093-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და სულ გარდაცვლილია 43 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system