თავში

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა - მედია

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა - მედია
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა - მედია

ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის ახალი - ბრიტანული შტამის არსებობა ოთხ ნიმუშში აღმოაჩინა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. report.ge ინფორმაციის გადამოწმებას NCDC-ის პრესსამსახურში ცდილობს. 

თუმცა ცნობილია, რომ ლაბორატორია საეჭვო შეთხვევებზე მუშაობდა. ლუგარში მიმდინარე კვლევაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ისაუბრა. მან არ უარყო, რომ ლაბორატორიაში უკვე გამოვლენილია რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, მაგრამ არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი შტამი, ინფექციონისტს არ დაუზუსტებია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სხვაობა ძველ და ახალ შტამს შორის არ არის. 

"ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას ლუგარის ცენტრში. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის. ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით მსოფლიოში. სამი ოთხი კვირის წინ მსოფლიოში პირველები ვიყავით გავრცელებით. ძნელად წარმომიდგენია, რომ იმ ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით, სამი კვირის წინ. აქედან გამომდინარე, იმ ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შენელდეს. ასე რომ, გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის. ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა უფრო გადამდებია.

ცნობილია, რომ ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ფრენები კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო შეაჩერეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით გამოვლენილი ახალი SARS-CoV-2 70%-ით უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system