თავში

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაში ცვლილებაა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაში ცვლილ
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაში ცვლილებაა

საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა. თუმცა, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე 236-ია აღნიშნული. ამის შესახებ განმარტება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. მისი თქმით, სამ პაციენტს ინფიცირება სხვა ქვეყანაში დაუდასტურდა, თუმცა საქართველოში მკურნალობს. 

236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ იქ დადასტურდა და შემდეგ შემოვიდა ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის. გვემატება სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ აღრიცხვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ", - განაცხადა ეზუგბაიამ. 

მისივე თქმით, პირველად მოხდა, როდესაც უცხო ქვეყნიდან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები შემოვიდა. ამასთან, გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID 19 დადებითთა შორის 54 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 - გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმშია 4 672 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system