თავში

საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო

საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო
საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო

საქართველოში ახალი კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ინფიცირების დღეს დაფიქსირებული 5 შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული, თუმცა ინფორმაციის მეტად დაკონკრეტებისაგან გამყრელიძემ თავი შეიკავა. 

30 შემთხვევიდან ორ შემთხვევაში არის ირანში მოგზაურობა, ერთი ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას. აქედან 12 - მოგზაურობას, 10 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. ახლა გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული გადაცემა ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს შიგნით შემთხვევები", - განაცხადა გამყრელიძემ. 

ამ დროისთვის კარანტინში 314 ხოლო თვითიზოლაციაში 1 100 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოუწოდა ყველას, დაიცვან წესები, რაც განსაზღვრულია შესაბამისი ინსტრუქციებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system