თავში

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. განცხადება ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ის საქართველოში ირანიდან შემოვიდა.

მინისტრის თქმით, შემოწმებას გაივლიან ის მებაჟეებიც, რომლებიც საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემხებლობაში იყვნენ დაინფიცირებულ საქართველოს მოქალაქესთან.

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 50 წლის მამაკაცია. ის ირანში, ერთი კვირის განმავლობაში, იმყოფებოდა.

„სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მსურს მოგახსენოთ, რომ საბაჟო ზოლზე შემოწმდა მოქალაქე, ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომელიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას. ეს ამცირებს მათი დაავადების რისკს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში. მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system