თავში

საქართველოში კორონავირუსისგან 85%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 85%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 85%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 85%-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ორი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია. ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე შემოტანილი შემთხვევა, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

"ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა, დაახლოებით ორი კვირა ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს. დღეში ორ-სამზე მეტი არ არის ახალი შემთხვევა. გუშინაც, მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა გვქონდა იყო 926 და ახლა 928 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. გამოჯანმრთელებულების რიცხვი სამით გაიზარდა, იყო 791 შემთხვევა და ახლა გახლავთ 794, ეს უკვე 85%-ზე მეტია. ამ დროის მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 119 პაციენტი. ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ 

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system