თავში

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 10 767-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 10 767-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 10 767-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 10 767-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 28 431-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 8, სულ გარდაცვლილია 201 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system