თავში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზეა განთავსებული. 

რაც შეეხება ინფიცირებიულთა რაოდენობას, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი ფაქტი დადასტურდა და რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 9 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4919 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system