თავში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისივე თქმით, მეათე გამოჯანმრთელებულმა საავადმყოფო უკვე დატოვა. 

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ჩვენ უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვყავს. ათივემ, რა თქმა უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე ამ 42 პაციენტიდან 22 პაციენტი განაგრძნობს ჩვენთან მკურნალობას”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system