თავში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტია. ინფორმაცია ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, ბოლო ტესტირების დროს, ორი პირის ანალიზმა აჩვენა ვირუსზე უარყოფითი პასუხი, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ.

"ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს პირველი ეტაპის პაციენტებზე. გუშინ, განმეორებითად ჩატარებულმა ორმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ერთმა პაციენტმა დატოვა უკვე გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე - დღეს დატოვებს. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 - გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 2 956 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 291.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system