საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ამ დრომდე ცნობილი იყო მხოლოდ 4 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ახლა კი ვებგვერდზე მითითებულია, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევა ფიქსირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა.