თავში

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა.მის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე გახდა ცნობილი.

სულ, ქვეყანაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 158 ადამიანი. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19 587-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8666-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 6300 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system