თავში

საქართველოში კორონავირუსით 30-წლამდე ასაკის პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 30-წლამდე ასაკის პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 30-წლამდე ასაკის პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 30-წლამდე ასაკის პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

"სამწუხაროდ, დილის მონაცემებით გარდაცვლილია 14 პაციენტი, სხვადასხვა კლინიკაში. გარდაცვლილები გვყავს ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში. რაც შეეხება ასაკს, უმეტეს შემთხვევაში არის ხანდაზმული ასაკი, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა, ასაკი არის 30 წლამდე. სიკვდილის მიზეზს კლინიცისტები ადგენენ. ჩვენ ინფორმაციას ვიძლევით მხოლოდ სტატისტიკის კუთხით. აღნიშნული პაციენტი, ისევე, როგორც ყველა სხვა გარდაცვლილი პაციენტი, იმყოფებოდა კლინიკაში" - განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 21 208-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9003-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 172 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system