თავში

საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 85 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 11 794-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 253 პაციენტი და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 6 119 -ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system