თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა - ამის ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა"- განაცხადა სიჭინავამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 469 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 236 922-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system