თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განთავსდა. სულ ქვეყანაში, კორონავირუსით გამოწვეული  გართულებების შედეგად გარდაცვლილია 1267 ადამიანი. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 216 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 135 584-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 3 937 პაციენტი და საერთო რაოდენობა 113 986-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system