თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით გარდაცვლილია 362  ადამიანი.  

გამოვლენილინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system