თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა. სულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ქვეყანაში გარდაცვლილია 2846 პაციენტი. 

გამოვლინდა ინფიცირების 1618 ახალი შემთხვევა. სულ, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 243255 შემთხვევა.  

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 403 პაციენტი. სულ, ვირუსისგან განიკურნა 227611 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system