თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 161-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 161-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 161-მდე გაიზარდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 161-ს შეადგენს.

გამოვლინდა 4 780 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი და საერთო რაოდენობა 102 270-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system