თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 071-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 071-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 071-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 3 071 პაციენტი. განახლებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 253 816-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 243 396-მდე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system