თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა. სულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ქვეყანაში გარდაცვლილია 2 867 პაციენტი.

გამოვლინდა ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევა. სულ, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 244 612 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი. სულ, ვირუსისგან განიკურნა 228 359 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system