თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე განახლდა.

სულ, ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 423 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 51 993-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი და საერთო რაოდენობა 37 019-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system