თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. StopCov.ge-ს მონაცემებით, სულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 1051 ადამინი. 

ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 3128 ახალი შემთხვევა. სულ რეგისტრირებულია ინფიცირების 111818 შემთხვევა. 

გამოჯანმრთელდა 3045 პაციენტი. სულ, საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 92215
ადამიანი.  

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system