თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში, ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე აღრიცხულია კორონავირუსის 258 111 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 491 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულია 249 028 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 19 პაციენტი, ჯამში საქართველოში, ვირუსს ემსხვერპლა 3 178 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system