თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შექმნილ ვებ გვერდზე განახლდა. 

stopcov.ge-ზე აღნიშნულია რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 33-ს შეადგენს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტთა ისტორიები ერთმანეთთან კავშირში არ არის. 

"ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 73 პირი რჩება.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system