თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს ექიმები  24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან და განმეორებითი ანალიზის შემდეგ სახლში გაწერენ. 

"პირველ პაციენტს ვირუსი 26 თებერვალს დაუდასტურდა. მე-14 დღეს მასთან გაკეთდა ტესტირება ვირუსზე და მივიღეთ მცირე კონცენტრაციით. გუშინ განმეორდა ტესტირება COVID-19-ზე და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში განმეორდეს ტესტი და როცა მივიღებთ უარყოფით პასუხს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელებულია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 58 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system