თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 302 785 შემთხვევა.

გარდაიცვალა 15 პაციენტი. სულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 4 007 ადამიანი. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 463 პაციენტი, სულ ვირუსისგან განიკურნა 284 749 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 31 958, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 801, PCR ტესტით - 17 157.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3.91%, ბოლო 14 დღის - 3.88%, ბოლო 7 დღის - 4.62%

სულ აცრილია - 36056, დღიურად აცრილია - 1559

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system