თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 380 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 510 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.23%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 024-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა" - განაცხადა სიჭნავამ. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system