თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 271 739  შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 265 805 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 9 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 541 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25349, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14742, PCR ტესტით - 10607

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,42%, ბოლო 14 დღის - 1,7%, ბოლო 7 დღის - 1,3%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system