თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა. 

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ორივე მათგანის კლასტერი ცნობილია.

მისივე ინფორმაციით, გაიზარდა გამოჯანმრთელბულთა რაოდენობაც. კერძოდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი განიკურნა. 

"დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იყო 728 და ახლა არის 730 დადასტურებული შემთხვევა. გვყავს 13 გამოჯანმრთელებული და ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია 522 ადამიანი. 

ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია. ერთი არის უკვე დადასტურებული პაციენტის კონტაქტი, ხოლო მეორე გადმოყვანილია საკარანტონო სივრციდან" - განმარტა მარინა ეზუგბაიამ. 

მისივე თქმით, ერთი ახალი ინიციფირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის. 

„ჩვენთან კვლავ რჩება 35 პაციენტი, რადგან გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა და ერთი ახალი მივიღეთ, რომელიც არის მუშევანიდან. პაციენტი სოფელში დადასტურებულების კონტაქტია. ის ასაკოვანია, თუმცა განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს. გუშინ გვიან მივიღეთ ეს პაციენტი და დღეს გახდენა ცნობილი, აქვს თუ არა მას პნევმონია. ისევ გვყავს 3 მძიმე პაციენტი, კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ლაბორატორიული მონაცემებიც მიყვება, მაგრამ რადიოლოგიური მონაცემებით გაუმჯობესება ჯერ არ გვაქვს. 

მეორე ინფიცირებული რომელ ცენტრში მოთავსდა არ ვიცი, მაგრამ ის არის საკარანტინე სივრციდან“ , - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 522 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system