თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 54 852-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 754 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 39 773-მდე", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინიგამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system