თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არსებულ სტატისტიკას კიდევ რვა პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 623-ს აღწევს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას,  მათი რიცხვი 13 -ით გაიზარდა და ამ დროისთვის 288-ს შეადგენს. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system