თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 5 ახალი შემთხვევის შესახებ დღის პირველ ნახევარში გახდა ცნობილი. სულ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. 8 პაციენტმა კლინიკა დატოვა. ეცხრე გამოჯანმრთელებული პაციენტი, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დღეს დატოვებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system