თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, ხოლო 1 530 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ინფიცირების 337 573 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კი გარდაცვლილია 4 622 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 318 599 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16 972, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9 547,  PCR ტესტით - 7 425

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4.32%, ბოლო 14 დღის - 4.04%, ბოლო 7 დღის - 4.21

სულ აცრილია - 112 192, დღიურად აცრილია - 2 787

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system