თავში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 22-ე პაციენტი გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმში მოხდა. გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია. 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განმარტებით, პაციენტს მძიმე ხარისხის ინსულტი ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. შემთხვევა გუშინ დაახლოებით 20 საათზე მოხდა. 

ის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ჩაუტარდა PCR კვლევა, რის შედეგადაც COVID-19 დაუდასტურდა. 

პაციენტი 20 სექტემბერს რეფერალური საავადმყოფოდან ბათუმის COVID ცენტრში მოათავსეს, 21 სექტემბერს კი, ის გარდაიცვალა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების შესახებ. 21-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის ხანშიშესული ქალია. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 695-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1534-ია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system