თავში

საქართველოში კორონავირუსით მე-2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-2 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა. 

"გუშინ გითხარით, რომ ერთი ადამიანის მდგომარეობა იყო ტერმინალური. ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც 3 მარტს გადმოიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან, მიმღებშივე შეფასდა, როგორც კრიტიკული - სიცოცხლესთან შეუთავსებელი. მჟავე-ტუტოვან წონასწორობაში PH იყო 7.0, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური, ჰემოდინამიკის რღვევით", - განაცხადა რატიანმა. 

მისი თქმით, პაციენტს არაერთი მწვავე და ქრონიკული დაავადება აწუხებდა, რის გამოც, სიმპტომური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

"მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით, მაგრამ მან შედეგი ვერ გამოიღო და, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - უთხრა ჟურნალისტებს რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია - 36. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system