თავში

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა - VIDEO
საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 86 წლის იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებული 86 წლის ქალის გარდაცვალება გარდაუვალი იყო, ვინაიდან მას ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა და კლინიკის სხვა პაციენტებს შორის ყველაზე მძიმე იყო. 

„დღეს სამწუხაროდ ჩვენთან, ჩვენს ცეენტრში დაფიქსირდა კოვიდ19-ით გარდაცვალების კიდევ ერთი, რიგით მესამე შემთხვევა, ქვეყნისთვის და ჩვენი ინფექციური საავდმყოფოსთვიას პირველი. მინდა, გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო, ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვამბობდი, რომ მუდმივად ნულს ვერ შევინარჩუნებთ სიკვდილიანობის გარფაში. ეს იყო 86 წლის ქალი, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხანია ჩვენთან, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში, გარდა იმისა, რომ იყო 86 წლის, ჰქონდა მძიმე თანხმლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები და თანხმლები მოვლენები“ ,- განაცხადა ცერცვაძემ. 

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, 86 წლის პაციენტი დღს, დაახლოებით 14:00 საათზე გარდაიცვალა. მისი თქმით, ეს იყო ოჯახური კლასტერი და გარდაცვლილის ოჯახის ორი წევრიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ისინი გამოჯანმრთელდენენ და კლინიკაში აღარ იმყოფებიან.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system