თავში

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით საქართველოში მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა, მონაცემები ცოტა ხნის სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე განახლდა.

გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც ბათუმის "მედალფას" კლინიკაში 8 აპრილს შეიყვანეს. ჰოსპიტალური ქსელი 'მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის განცხადებით, პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში, გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს. 13-დან გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება. პაციენტს აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღთა დაავადებები. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი გადარჩენა“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ამ დროისთვის, 388 ადამიანია., მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 86.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system