თავში

საქართველოში კორონავირუსით პაციენტების რეკორდული რაოდენობა გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით პაციენტების რეკორდული რაოდენობა გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით პაციენტების რეკორდული რაოდენობა გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 45 პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველოში სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 566 გარდაცვალების შემთხვევა" - განმარტა ხოჯევანიშვილმა. 

დადასტურდა კორონავირუსის 2,911 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 63 650-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2,421 პაციენტი და საერთო რაოდენობა 49 811-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system