თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 353 965 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 14 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 5 048 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 ადამიანი. სულ ვირუსისგან განიკურნა 339 392 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 21 922, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 016, PCR ტესტით - 10 906;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2.38%, ბოლო 14 დღის - 2.61%, ბოლო 7 დღის - 2.29%;

სულ აცრილია - 206 742, დღიურად აცრილია - 4425;

კარანტინის რეჟიმში - 41;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 155;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 610.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system